„La Central del Raval“-ში თანამედროვე ქართული პოეზიის ესპანურენოვანი ანთოლოგია წარადგინეს

ბარსელონაში, „La Central del Raval“-ში გაიმართა თანამედროვე ქართული პოეზიის ესპანურენოვანი ანთოლოგიის წარდგენა. კრებულში შესული ლექსები, ესპანურ ენაზე ლანა კალანდიამ და როდოლფო ჰასლერმა თარგმნეს. აღნიშნულ პრეზენტაციას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ესწრებოდნენ პოეტები ნატო ინგოროყვა, ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე) და ეკა ქევანიშვილი. მათ დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს პირველად გამოცემული თანამედროვე ქართული პოეზიის ესპანურენოვანი კრებული.
25 იანვარს, ბარსელონაში ვიზიტად მყოფი პოეტები და აღნიშნული კრებულის ესპანურ ენაზე მთარგმნელები გენერალურ საკონსულოს ესტუმრნენ.
თანამედროვე ქართული პოეზიის ესპანურ ენოვანი ანთოლოგია, ესპანურმა გამომცემლობა la edotirial Huerga & Fierro-მ გამოსცა.

ასევე დაგაინტერესებთ

მომავალ წელს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150 მლნ ლარია გამოყოფილი, თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად – 20 მლნ ლარი

ლევან სანიკიძე – დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა – მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის