Kursi.ge-მ ოფიციალურად მიიღო ეროვნული ბანკის ლიცენზია და გახდა პირველი კომპანია ქვეყანაში, რომელიც მომხმარებლებს ონლაინ ვალუტის კონვერტაციის სერვისს ლიცენზირებულად სთავაზობს.
ეს ნაბიჯი არა მხოლოდ Kursi.ge-ის გუნდის დიდი მიღწევაა-ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი საქართველოს ფინტექ ინდუსტრიაში.
ერთი წლის განმავლობაში, სანამ რეგულაცია ამოქმედდებოდა, კომპანიის კონცეფცია ეროვნული ბანკის სენდბოქსის ფარგლებში გამოიცადა. ამ დროის განმავლობაში:
· ge-მ მოიპოვა 100 000-ზე მეტი მომხმარებლის ნდობა
· განახორციელა 3 მილიარდ ლარზე მეტი კონვერტაცია
· მომხმარებლებს 15 მილიონ ლარზე მეტი დაუზოგა
ამით შეიქმნა სრულიად ახალი ბიზნესკატეგორია-ონლაინ სავალუტო კონვერტაცია, რომლის ლიცენზირებაც პირველად სწორედ Kursi.ge-მ მიიღო.
ეროვნული ბანკის ეს ნაბიჯი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ერთი კომპანიის გამარჯვება. ეს არის მნიშვნელოვანი წინსვლა მთელი ბაზრისთვის-რეგულირებული გარემოს ფარგლებში კონკურენცია გაიზრდება, სერვისები გახდება უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი და კიდევ მეტი ადამიანი შეძლებს თანხის დაზოგვას სავალუტო კონვერტაციისას.
