Korean Air საქართველოს მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სეზონური ჩარტერული ფრენები დაინიშნა. ავიაკომპანია Korean Air-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, პირველი ფრენა ინჩეონსა და თბილისს შორის 22 მაისს შესრულდა, ხოლო შემდეგი ორი ფრენა 5 და 20 ივნისს შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ Korean Air-მა საქართველოს მიმართულებით არარეგულარული რეისები 2018 და 2019 წლებშიც შეასრულა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, კორეულ ავიაკომპანიას საქართველოს მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2024 წლის 2 მაისს მიანიჭა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – პრეზიდენტთან შეხვედრისას არანაირი საუბარი სანქციებზე არ ყოფილა, საუბარი მის წარმატებულ ვიზიტს შეეხო – ყველას ინტერესია, რომ საქართველო მალე დაწინაურდეს ევროინტეგრაციის გზაზე