KobeOff აზიის ბაზარზე, ტაილანდსა და ინდოეთში შედის

გაყიდვების სააგენტო KobeOff აზიისა და ტაილანდის ბაზარზე შედის.
კომპანია, რომელსაც უკვე 5 ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, გაერთიანებული საამირო, გერმანია, ) აქვს წარმომადგენლობა კლიენტების მოძიებას ტაილანდსა და ინდოეთშიც იწყებს.
კომპანიის სერვისებისა და სამომავლო გეგმების შესახებ BMG-ს KobeOff-ის პროექტის ხელმძღვანელი ესაუბრა.
” ჩვენი კომპანია კლიენტების მოძიებას უკვე აზიაში იწყებს. დაგვემატა ტაილანდი და ინდოეთი. ორივე ძალიან დიდი და მასშტაბური ბაზარია და შესაბამისად, ძალიან დიდია შესაძლებლობებიც.
რეალურად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც დაინტერესდებიან ჩვენი მომსახურებით, ჩვენ ვთავაზობთ სერვისს იურიდიული და ბუღალტრული მომსახურებიდან გასაღების ჩაბარებამდე”, – განაცხადა ირაკლი კობერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ