ფრანგული მოდის წამყვანი ბრენდი, KIABI, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2024 წლის აპრილში გამოჩნდა, მომხმარებელს ელექტრონული კომერციის პლატფორმას სთავაზობს, რომელზეც ასობით დასახელების, ქალის, კაცისა და ბავშვის სამოსის შეძენას კიდევ უფრო ამარტივებს.
ვებგვერდი Kiabi.ge უკვე მოქმედებს. ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე განთავსებული შეკვეთის მიღება 2-5 სამუშაო დღის ვადაშია შესაძლებელი, 21-დან 28 ნოემბრის ჩათვლით კი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებაც მოქმედებს: ერთი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ღირებულების შენაძენზე მიტანის უფასო სერვისი იმოქმედებს, შეკვეთას კი საქართველოს ნებისმიერ წერტილში ჩაგაბარებენ.
“ფრანგული ხელმისაწვდომი მოდის ბრენდი KIABI ქართველ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს – ახლა უკვე შეგიძლიათ, იშოპინგოთ ONLINE ვებგვერდზე KIABI.GE და შეიძინოთ სასურველი ნივთები მთელი ოჯახისთვის. ასევე, 28 ნოემბრის ჩათვლით გთავაზობთ უფასო მიწოდების სერვისს პრომო კოდით: SHIPFREE.
ეწვიეთ ვებგვერდს, იშოპინგეთ ონლაინ და მიიღეთ შეკვეთა სადაც არ უნდა იყოთ, მთელი საქართველოს მასშტაბით.” – ამბობს ქეთევან რამიშვილი, GTEX-ის მარკეტინგის მენეჯერი.
ამასთან, KIABI მომხმარებლებს ახალ ვებგვერდზე ხელმისაწვდომ ფასებს ახვედრებს: გაქვთ შესაძლებლობა შეარჩიოთ მაისურები – 9,95 ლარიდან, ჩვილის ბოდეები – 12,95 ლარიდან, პულოვერები – 24,95 ლარიდან, შარვლები კი – 44,95 ლარიდან.
KIABI 1978 წელს, საფრანგეთის ჩრდილოეთში დაარსდა და ტანსაცმლის ინდუსტრიაში რევოლუცია ხელმისაწვდომი მოდის კონცეფციის დანერგვით მოახდინა. ბრენდი ფასით, მრავალფეროვანი კოლექციითა და ზომების ინკლუზიური არჩევანით, გამორჩეულ ასორტიმენტს აერთიანებს, რაც სამოსთან ერთად აქსესუარების, შიდა თეთრეულის და ფეხსაცმლის მრავალფეროვან კოლექციებს ითვალისწინებს.