Kaspi.kz-სა და Hepsiburada-ს შორის შეთანხმება შედგა. Kaspi.kz თურქულ ელექტრონული კომერციის პლატფორმას Hepsiburada-ს შეიძენს. ინფორმაცია კომპანიამ AIX-ის ვებგვერდზე 29 იანვარს გამოაქვეყნა.
„Kaspi.kz აცხადებს, რომ დასრულებულია D-Market Electronic Services & Trading-ის (Hepsiburada) 40,000,000 A კლასის აქციისა და 173,246,220 B კლასის აქციის შეძენის პროცესი. შესყიდვა განხორციელდა 2024 წლის 17 ოქტომბერს დადებული აქციების შესყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც Kaspi.kz-სა და Hepsiburada-ს დამფუძნებელს ჰანზადე დოგანს შორის გაფორმდა. აქციების გამყიდველ მხარეს ასევე წარმოადგენენ მაკონტროლებელი აქციონერი, Vuslat Dogan Sabanci, Begum Dogan Faralali, Arzuhan Dogan Yalçındag და Isil Dogan.“ – ნათქვამია fintech ჰოლდინგის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ Kaspi.kz-მა 2024 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ Hepsiburada-ს 65,41%-იან წილს 1,13 მილიარდ დოლარად შეისყიდიდა. თურქეთის მარეგულირებლების თანხმობის შემთხვევაში გარიგება 2025 წლის პირველი კვარტალის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, გადახდა განხორციელდება ორ ტრანშად: $600 მილიონი დახურვისთანავე და დარჩენილი $526.9 მილიონი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. 2024 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში თურქეთის ანტიმონოპოლიურმა ორგანომ დაამტკიცა Kaspi.kz-ის მიერ ელექტრონული კომერციის პლატფორმის Hepsiburada-ს შეძენა.
Kaspi.kz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ლომთაძემ ადრე აღნიშნა, რომ Hepsiburada -ში წილის შეძენა სამიზნე ბაზარს 100 მილიონ ადამიანამდე გაზრდიდა. მოსალოდნელია, რომ ორივე კომპანია შეინარჩუნებს ბრენდებს და საოპერაციო სტრუქტურებს.