ბიზნესის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ლოგისტიკური პროცესების ეფექტურ მართვაზე. თანამედროვე გამოწვევები კომპლექსურ მიდგომებსა და ინოვაციური მეთოდების დანერგვას მოითხოვს.
ქართულ ბაზარზე ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა კომპანია K2.GE, რომელიც უკვე მერვე წელია ქმნის ახალ სტანდარტებს ინტრალოგისტიკის სფეროში და ბიზნესებს ოპერაციული ეფექტურობის გაზრდაში ეხმარება.
სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარება K2-ის მთავარი პრიორიტეტია. კომპანია საერთაშორისო გამოცდილებას ფლობს, რაც მას საშუალებას აძლევს მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქცია და სერვისები შესთავაზოს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ტოიოტასთან სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ხარისხის გარანტია როგორც პროდუქციის ისე, მომსახურების გაწევისას.
კომპლექსური მიდგომა და მომსახურების სრული სპექტრი
K2.ge სერვისების სრულ სპექტრს მოიცავს, იქნება ეს საწყობის კონცეპტუალური დაგეგმარება თუ ტექნიკური აღჭურვა. უფრო კონკრეტულად კი კომპანიის სპეციალისტები გთავაზობენ:




