Johnson & Johnson-ს ორი ონკოპაციენტისთვის 40 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა – კომპანია ბრალდებებს უარყოფს

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია Johnson & Johnson-მა 40 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს კიბოთი დაავადებულ ორ პაციენტს, რომლებიც კომპანიის მიერ წარმოებულ ტალკს იყენებდნენ.
ლოს-ანჯელესის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 40 მილიონი დოლარის გადახდის თაობაზე ორი ქალისთვის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული ტალკის მოხმარების გამო მათ საკვერცხის კიბო განუვითარდათ. ჯანდაცვის სექტორში მომუშავე, მსოფლიოს უმსხვილესმა მოთამაშემ განაცხადა, რომ ნაფიც მსაჯულთა განაჩენს და ჯარიმის ოდენობას გაასაჩივრებს.
ეს განაჩენი იმ ხანგრძლივი სასამართლო დავის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც მომჩივანი მხარე ამტკიცებს, რომ Johnson-ის წარმოებული ბავშვის ფხვნილისა და Shower to Shower-ის ტალკის მოხმარება საკვერცხის კიბოსთანაა დაკავშირებული. ასევე საუბარია მეზოთელიუმის ავთვისებიანი სიმსივნის რისკზე, რომელიც ფილტვებს და სხვა ორგანოებს აზიანებს. Johnson & Johnson-მა 2023 წელს ტალკით დამზადებული ფხვნილის გაყიდვა მთელ მსოფლიოში შეწყვიტა. კალიფორნიის კიდევ ერთმა ნაფიცმა მსაჯულმა J&J-ს დაავალა 966 მილიონი დოლარის გადახდა მეზოთელიომით გარდაცვლილი ქალის ოჯახისთვის, იმ მოტივით, რომ მას კიბო განუვითარდა, რადგან მის მიერ გამოყენებული ბავშვის ფხვნილი დაბინძურებული იყო კანცეროგენული აზბესტით.
უკანასკნელ საქმეში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მონიკა კენტისთვის 18 მილიონი დოლარის, ხოლო დებორა შულცისა და მისი მეუღლისთვის 22 მილიონი დოლარის გადახდა დაადგინა. „ერთადერთი, რაც მათ გააკეთეს, ის იყო, რომ როგორც მომხმარებლები, Johnson & Johnson-ის ერთგულები იყვნენ 50 წლის განმავლობაში. ეს ერთგულება ცალმხრივი იყო,“ – განაცხადა მათმა ადვოკატმა.

თუმცა J&J-ის მსოფლიო წარმომადგენელმა ერიკ ჰაასმა განაცხადა, რომ კომპანიამ საკვერცხის კიბოს 17 საქმიდან 16 მოიგო და ბოლო განაჩენის გასაჩივრების შემდეგაც, იმავეს ელოდება.
მან ნაფიც მსაჯულთა დასკვნებს „შეუთავსებელი“ უწოდა ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულ დამოუკიდებელ სამეცნიერო შეფასებებთან, რომლებიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ ტალკი უსაფრთხოა, არ შეიცავს აზბესტს და არ იწვევს კიბოს.
2020 წელს, გაყიდვების შემცირების შემდეგ, Johnson & Johnson-მა ჩრდილოეთ ამერიკის უმეტეს ნაწილში, პუდრის შემადგენლობაში შემავალი ტალკი სიმინდის სახამებლით ჩაანაცვლა.
აპრილში, -ის გაკოტრების სასამართლოს მოსამართლემ უარყო J&J-ის გეგმა, გადაეხადა 9 მილიარდი დოლარი საკვერცხის კიბოს და გინეკოლოგიური კიბოს სხვა სარჩელების მოსაგვარებლად, რომლებიც ტალკთან დაკავშირებულ პროდუქტებს ეფუძნებოდა.
აპრილში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკოტრების სასამართლოს მოსამართლემ უარი თქვა კომპანია Johnson & Johnson-ის გეგმაზე, რომლის მიხედვითაც კომპანიას უნდა გადაეხადა 9 მილიარდი დოლარი, რათა დასრულებულიყო მის წინააღმდეგ აღძრული სასამართლო დავები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსამართლე არ დაეთანხმა იმას, რომ J&J-ს ამ თანხის გადახდით ერთიანად დაეხურა ყველა ასეთი სარჩელი.

მოსამართლემ თქვა, რომ მდიდარ და ფინანსურად ძლიერ კომპანიას არ აქვს უფლება გაკოტრების პროცედურა გამოიყენოს მხოლოდ იმისთვის, რომ სასამართლო სარჩელებს გაექცეს.
jandacva.ge