Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა 6.2%-ით შემცირდა

PMCG-ის კვლევითი ცენტრის დასაქმების ტრეკერის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში, ამავე წლის სექტემბერთან შედარებით, Jobs.ge-ზე გამოქვეყნებულმა ვაკანსიების ოდენობამ 6.2%-ით იკლო. მხოლოდ ოქტომბერში ვებგვერდზე მთლიანობაში 7,829 ვაკანსია გამოქვეყნდა.
მიმდინარე წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით Jobs.ge-ზე საერთო ჯამში 47,685 ვაკანსიაა დადებული, რაც წლიურ ჭრილში 3.8%-ით მეტია.
ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელებულია. მაისი-ოქტომბერში წლიური საშუალო ზრდის ტემპი 3.9%-ს გაუტოლდა, რაც წლიურ ჭრილში 1.2 პროცენტული პუნქტით ზრდაზე მეტყველებს.
მიმდინარე წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, 10,622 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში. მონაცემი წლიურად 1.7%-ითაა შემცირებული.
8,497 ვაკანსია ფიქსირდება ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში. წლიურად მონაცემი 1.6%-ითაა გაზრდილი.
8,066 ვაკანსია გამოქვეყნდა ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუციის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს აჭარბებს 13.7%-ით.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…