Jobs.ge აქციებზე დაზარალებულთა სოლიდარობის ფონდში ₾10 000 ლარს რიცხავს

Jobs.ge უერთდება ნიკა გილაურის წამოწყებას და 10,000 ლარს რიცხავს სოლიდარობის ფონდში. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და კლიენტებს მოუწოდა, შეუერთდნენ იმ თანამოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებიც უსამართლო დევნისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.