Jetour – ახალი ბრენდი ქართულ საავტომობილო ბაზარზე

E-motors Georgia-ს მომხმარებლისთვის სიახლე აქვს. ქართულ საავტომობილო ბაზარს კიდევ ერთი ბრენდი – Jetour ოფიციალურად შემოუერთდა.
IM Motors, Dayun, Forthing, Chery- და უკვე Jetour-ი. კიდევ ერთი ჩინური გიგანტი ბრენდის ავტომობილების შეძენა, ბელიაშვილის 49 ნომერში, E-motors Georgia-ს მულტიბრენდულ შოურუმშია შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ E-motors Georgia საქართველოში Jetour-ის პირველი და ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია.
Jetour-ი ჩინური ავტოგიგანტის Chery-ს ქვებრენდია და 5-7 ადგილიანი SUV და ქროსოვერის ტიპის ავტომობილების წარმოებაზე სპეციალიზდება. არჩევანი მრავალფეროვანია, Jetour-ის თითოეულ მოდელს დახვეწილი ვიზუალი, კომფორტი, გამოარჩევს. ფუნქციებით დატვირთული ავტომობილი აღნიშნულ საფასო კატეგორიაში გამორჩეულია.
E-motors Georgia-ს მულტიბრენდულ შოურუმში შეძენილ Jetour-ს 5 წლიანი ქარხნული გარანტია აქვს. ბრენდთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, E-Motors Georgia მომხმარებლისთვის ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასს ინარჩუნებს. კომპანიის მომსახურების სპექტრი აქ არ მთავრდება. მალე ბრენდის ავტორიზებული სერვისცენტრი გაიხსნება და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ყველა საჭირო სერვისი კვალიფიციური სპეციალისტებისგან მიიღოს. თანამშრომლები ჩინეთში, უშუალოდ Jetour-ის სასწავლო ცენტრებში საგანგებოდ გადამზადდნენ. E-Motors Georgia-ში მომხმარებელს Trade-in პირობით სარგებლობა შეუძლია. რაც იმას ნიშნავს, რომ სურვილის შემთხვევაში მომხმარებელი E-Motors Georgia-ში შეძენილ ავტომობილს, შოურუმში არსებული სხვა ავტომობილით შეცვლის.
საქართველოს ბაზარზე გამოჩენიდან სულ მალე Jetour-მა მომხმარებლის მოწონება უკვე დაიმსახურა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, E-Motors Georgia-ში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე Jetour-ის დამოუკიდებელი შოურუმიც გაიხსნება, სადაც მომხმარებელს ბრენდის ყველა მოდელს შესთავაზებენ.
მანამდე კი – დღეს და ახლა – E-Motors Georgia ნებისმიერ მსურველს Jetour-ის უპირატესობებში დაარწმუნებს. ამისთვის საკმარისია კომპანიის მულტიბრენდულ შოურუმს ესტუმროთ, დაჯავშნოთ ტესტდრაივი და Jetour-ი რეალურ საგზაო პირობებში თავადვე გამოსცადოთ.