Jaguar-მა ელექტრომობილების მწარმოებლად გარდაქმნის შემდეგ ლეგენდარული ლოგო შეცვალა

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ავტომობილების ბრენდმა Jaguar-მა წარმოების სრულ გარდაქმნამდე რებრენდინგი განახორციელა.
Jaguar-მა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ქალაქებში (უორიქშირი, კოვენტრი, სოლიჰალი და კასლ ბრომვიჩი) ათობით ქარხანას ფლობს ელექტრომობილებზე გადასვლის გადაწყვეტილება 2021 წელს მიიღო.
კომპანია 2026 წელს სამი ახალი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს. სრული რებრენდინგის მოსამზადებლად Jaguar-მა ახალი ავტომობილების გაყიდვა ერთი წლის წინ შეწყვიტა. კომპანიის ხელმძღვანელების თქმით, ეს გადაწყვეტილება განზრახული ნაბიჯი იყო, რათა აშკარა ზღვარი გაევლო ძველ მოდელებსა და ბრენდის ახალ ხედვას შორის.
ცნობისთვის, Jaguar ინდურ ჰოლდინგს Tata Motors-ს შეუერთდება, რომელმაც ბრიტანული ბრენდი (Land Rover-თან ერთად) 2008 წელს Ford Motor Company-სგან შეიძინა. 2013 წელს ახალმა მფლობელმა დააარსა გაერთიანებული კომპანია JLR, რომელიც Jaguar-სა და Land Rover-ს მოიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…