IWSC 2024-ზე ასკანელის ღვინოებმა 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მიიღო

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე – IWSC 2024, ასკანელის ღვინოებმა 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მიიღო.
პრესტიჟულ კონკურსზე 150-მა კომპანიამ 500-მდე სახეობის ღვინო წარადგინა. გაცემულ 18 ოქროს მედალს შორის კი 2 ასკანელს ეკუთვნის.
გამარჯვებული სასმელებია:
ასკანელი მწვანე ქვევრი – 95 ქულა – ოქრო;
ასკანელი მუზა – 95 ქულა – ოქრო;
ასკანელი ოცხანური – 87 ქულა – ვერცხლი.