IT-ს სისტემის შეფერხების გამო ქუთაისი-ბერლინის რეისი პოზნანში დაეშვა

პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ მცირე ხარვეზი ქუთაისის აეროპორტშიც გამოიწვია. შეფერხების გამო კატოვიცეს მიმართულებით რეგისტრაცია 20 წუთით შეჩერებული იყო. ქუთაისი-ბერლინის რეისი კი პოზნანში დაეშვა.

“ავიაკომპანია Wizz Air-ს ჰქონდა ხარვეზი, რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო ხარვეზი, ვერ ხერხდებოდა რეგისტრაცია მგზავრების, მაგრამ დროულად მოხერხდა გამოსწორება… ბერლინის რეისი გაუქმდა”, – თქვა აეროპორტის წარმომადგენელმა მედიასთან.

ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

კიბერსისტემის გლობალური შეფერხება ბევრ სფეროს შეეხო: ავიაკომპანიებმა რეისები გააუქმეს, ზოგიერთი მაუწყებელი ეთერიდან გაითიშა, სისტემური პრობლემა საბანკო და ჯანდაცვის სფეროებსაც შეეხო.

კიბერ ინციდენტის გამო შეფერხდა ლონდონის საფონდო ბირჟა. პრობლემა შეექმნა -სა და კანადის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მუშაობას. ბრიტანული არხი Sky News პირდაპირ ეთერში ვერ გავიდა.

კიბერუსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, CrowdStrike-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით IT სისტემების მნიშვნელოვანი შეფერხების მიზეზი იპოვეს და ხარვეზი გამოასწორეს.

ამის შესახებ Crowdstrike-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ კურცმაც ისაუბრა.

“Crowdstrike აქტიურად მუშაობს მომხმარებლებთან, რომლებიც დაზარალდნენ. ეს არ იყო უსაფრთხოების დეფექტი ან კიბერშეტევა. პრობლემა იდენტიფიცირებული, იზოლირებული და გამოსწორებულია”, – განაცხადა მან

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებითაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ

პრემიერი – პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და სანქციებთან დაკავშირებით საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცები და რასაც უნდა გამოეწვია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი