,,IT სფერო ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორია – საშუალო ანაზღაურება 9 000 ლარია“ –

„მუშახელის გადინების ტრენდი არ ვრცელდება IT სექტორზე, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორია”, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ICT ასოციაციის თავმჯდომარემ თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტექნოლოგიურ სექტორში საშუალო თვიური ანაზღაურება 9 ათას ლარს შეადგენს.
„მუშახელის გადინების ტრენდი არ ვრცელდება ჩვენს სექტორზე, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორია. IT სექტორი პირველია ანაზღაურების კუთხით საქართველოში. სხვადასხვა სექტორიდან კადრების გადინება ხდება იმიტომ, რომ იქ მათი კვალიფიკაციის შესაბამისი ანაზღაურება არ არის ხოლმე. ისინი მიდიან სხვა ქვეყანაში, რადგან იქ უფრო მაღალი ხელფასები აქვთ, მეტად დაფასებულებად გრძნობენ თავს და აქვთ წვდომა საერთაშორისო პროექტებზე.
„IT-ში საშუალო ხელფასი 9 ათასი ლარია, კადრების გადინება არ ხდება“
ჩვენს სექტორში ეს ისედაც შესაძლებელია და არ არის ფიზიკურად წასვლის აუცილებლობა. ჩვენს სექტორში კადრების შეუძლიათ თავისი სოფლიდან იმუშაონ და უცხოეთში კი არა, ქალაქში მიგრაციაც არ უწევთ. 9 ათასი ლარია ტექნოლოგიურ სექტორში დასაქმებული კადრების საშუალო ანაზღაურება. საქსტატი ითვლის ხოლმე ტელეკომუნიკაციებსაც, თუ გავმიჯნავთ IT სექტორში საშუალოდ 9 ათასია, მთლიან სატელეკომუნიკაციო სექტორში კი დაახლოებით 4 800 ლარამდე იყო“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თორნიკე სულაბერიძემ.
ამასთანავე, სულაბერიძე აღნიშნავს, დღეისთვის IT სფეროში საქართველოში დასაქმებულია 50 ათასი ადამიანი.
Bpn.ge