Galt & Taggart-მა 2023 წლის შეჯამება და 2024 წლის ეკონომიკური მოლოდინების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევაში ნათქვამია, რომ 2023 წელს როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთიდან სავალუტო ნაკადების ნორმალიზება მოხდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ჯამური სავალუტო შემოდინებები სოლიდურია და ხელს უწყობს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებლის ისტორიულად დაბალ ნიშნულზე, 4.5%-ის ფარგლებში შენარჩუნებას.
აღსანიშნავია, სავალუტო შემოდინებების ახალი მზარდი წყაროების გაჩენა, როგორიცაა IT მომსახურების ექსპორტი და განათლების სექტორში უცხოელი სტუდენტების მზარდი ნაკადები.