ISW: შოიგუ შავი ზღვის ფლოტის დაცვაში წარმატებას თავად მიითვლის, მარცხს კი სხვებს გადააბრალებს

როგორც ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) იუწყება, ს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს, თავისი შავი ზღვის ფლოტი დაიცვას უკრაინის თავდასხმებისგან და, სავარაუდოდ, ამ ძალისხმევის ფარგლებში გამოცვალა ფლოტის სარდალი.
17 მარტს უწყებამ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მოინახულა შავი ზღვის ფლოტის სამეთაურო პუნქტი სევასტოპოლში, სადაც მოისმინა ანგარიშები უკრაინის ოპერაციებისა და ფლოტის მოქმედებების შესახებ.
BBC-ის თანახმად, შოიგუმ ასევე მოისმინა ვიცე-ადმირალ სერგეი პინჩუკის მოხსენება. ზოგიერთი რუსული წყაროს თანახმად, პინჩუკმა შავი ზღვის ფლოტის სარდლის პოსტზე ახლახან შეცვალა ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი. ISW-ის ექსპერტების თქმით, მათ არ შეუძლიათ ამ მონაცემების დადასტურება.
უკრაინის იერიშებმა შავი ზღვის ფლოტი აიძულა, ძალების უდიდესი ნაწილისთვის დისლოკაცია შეეცვალა და სევასტოპოლის მთავარი ბაზიდან ისინი უფრო მცირე ბაზებზე გადაეყვანათ ნოვოსიბირსკსა და სხვა ადგილებში. უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი კი იტყობინება, რომ თებერვლის დასაწყისის მონაცემებით, უკრაინის დარტყმებმა მწყობრიდან გამოიყვანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო ხომალდების 33%, მათ შორის 24 გემი და ერთი წყალქვეშა ნავი.
როგორც ISW დაასკვნის, შავი ზღვის ფლოტის დაცვაში შოიგუს პოზიცია ქმნის საიმისო პირობებს, რომ მინისტრმა ან მიითვისოს დამსახურება, თუკი ფლოტი უფრო ეფექტიანი გახდება უკრაინის დარტყმების მოგერიებაში, ან სხვა მეთაურები დაადანაშაულოს წარუმატებლობის შემთხვევაში.