ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2023 წლის ბოლომდე მიიღებს.
ISW-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ 22 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ ნიდერლანდები F-16-ის 18 ავიაგამანადგურებელს უკრაინაში გასაგზავნად ამზადებს.
“მიუხედავად იმისა, რომ რუტემ არ დაუზუსტებია F-16-ების მიწოდების ვადები, ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო სტრატეგიულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ნიდერლანდებმა, დანიამ, ნორვეგიამ და ბელგიამ უკვე აიღეს ვალდებულება უკრაინისთვის F-16-ების წლის ბოლომდე მიწოდებაზე”. – აღნიშნავენ ISW-ის ანალიტიკოსები.
22 დეკემბერს ნიდერლანდების მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების პირველი პარტიის გასაგზავნად მზადება დაეწყო. მარკ რუტეს თქმით, “F-16-ების მიწოდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია”.
პარალელურად მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2024 წლიდან საფრანგეთი შეუერთდება მომზადებას F-16-ებისთვის უკრაინელი პილოტების მომზადებას.
ამას გარდა, ნოემბერში რუმინეთში ნიდერლანდების დახმარებით გაიხსნა F-16-ებისთვის მოსამზადებელი სასწავლო ცენტრი, სადაც უკრაინელი სამხედროები მომზადებას გაივლიან.