ISW – “ქართული ოცნების” რიტორიკა პირდაპირ ამართლებს რუსულ აგრესიას საქართველოში – აკოპირებს კრემლის პოზიციას 2008 წლის ომზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრებზე და ეხმარება მოსკოვის პრეტენზიებს

რუსეთი სავარაუდოდ, ეცდება “ქართული ოცნების” მზარდად პრორუსული ნარატივების გამოყენებას, რათა გაამართლოს ძალადობა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერს.
ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნება“ მზარდად აშორებს ქვეყანას მისი გრძელვადიანი პროდასავლური ტრაექტორიისგან.
“კრემლი სავარაუდოდ ეცდება “ქართული ოცნების” მზარდად პრორუსული ნარატივების გამოყენებას, რათა გაამართლოს ს ძალადობა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა და .
“ქართული ოცნება” სულ უფრო მეტად პოზიციონირებს, რომ კრემლი ურჩევნია, აშკარად წინ წევს რუსეთ-საქართველოს გაფართოებულ ორმხრივ კავშირებს, მაშინ, როდესაც მზარდად აშორებს ქვეყანას მისი გრძელვადიანი პროდასავლური ტრაექტორიისგან.
“ქართული ოცნების” რიტორიკაში ეს ცვლილება შესაძლო მონახაზს იძლევა რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებისა და შესაძლო შერიგებისა, რუსეთის პასუხისმგებლობის გარეშე, რაც კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს მისი დასავლური ორიენტაციისგან”, – წერია განცხადებაში.
ამასთან, აღინიშნება, რომ “ქართული ოცნების” რიტორიკა პირდაპირ ამართლებს რუსულ აგრესიას საქართველოში და ხელს უწყობს რუსულ საინფორმაციო ოპერაციებს.
კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ “ქართული ოცნების” რიტორიკული ხაზი პირდაპირ აკოპირებს კრემლის პოზიციას და ეხმარება მოსკოვის პრეტენზიებს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების შიდა პოლიტიკა საკმარისი მიზეზია რუსული შეჭრების გამართლებისთვის.
“რუსეთს ხშირად გაუჟღერებია ბრალდებები, თითქოს პროდასავლური და პროდემოკრატიული ლიდერები მეზობელ ქვეყნებში თანამშრომლობენ “საგარეო ძალებთან”, სავარადუდოდ, დასავლურ ძალებთან, რათა ძირი გამოუთხარონ რუსეთის ინტერესებს.
რუსეთი ამავდროულად ჩართული ყოფილა “კანონების ომში”, რათა გაემართლებინა შეჭრები, ოკუპაცია და ჰიბრიდული ოპერაციები ამ სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ.
“ქართული ოცნების” რიტორიკა პირდაპირ ამართლებს რუსულ აგრესიას საქართველოში და ხელს უწყობს რუსულ საინფორმაციო ოპერაციებს, რომლებიც ცდილობენ რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის რუსეთის მიერ დარღვევაზე ბრალი შიდა აქტორებზე გადაიტანონ.
“ქართული ოცნების” ეს რიტორიკული ხაზი პირდაპირ აკოპირებს კრემლის პოზიციას 2008 წელს საქართველოში ომზე და უკრაინაში რუსეთის შეჭრებზე – 2014 წელს და 2022 წელს, და ეხმარება მოსკოვის პრეტენზიებს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების შიდა პოლიტიკა თავისთავად საკმარისი მიზეზია რუსული შეჭრების გამართლებისთვის”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა