ISW: უკრაინისთვის დარტყმების განხორციელებაზე ვაშინგტონის პოზიციის ცვლილებას შეზღუდული შედეგი ექნება

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის თანახმად, ვაშინგტონის მხრიდან პოლიტიკის ნაწილობრივი ცვლილება, რომლითაც უკრაინას ნება დართეს -ის მიერ მიწოდებული იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიის მცირე არეალზე, სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმისთვის, არ არის თავისთავად საკმარისი საიმისოდ, რომ წყვეტა გამოიწვიოს რუსეთის მასშტაბურ საომარ ოპერაციებში.
ISW 10 ივნისს აცხადებს, რომ -ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ნაბიჯმა რუსეთის სახმელეთო თავშესაფრის ზომა ყველაზე ბევრი 16 პროცენტით შეამცირა. აშშ-ის პოლიტიკა არ ეხება რუსეთის სახმელეთო სივრცის სულ მცირე 84 პროცენტს, რამაც, “ფაქტობრივად შექმნა უზარმაზარი თავშესაფარი… რომელსაც დაცვისთვის იყენებს თავისი სახმელეთო ძალებისთვის, მართვისა და კონტროლისთვის, ლოგისტიკისთვის, და უკანა არეალების მხარდამჭერი სამსახურებისთვის – რასაც რუსეთის არმია ეყრდნობა უკრაინაში თავისი სამხედრო ოპერაციების წარმოებისთვის” – წერია ანგარიშში.