ISW: რუსეთის ჯარებს ავდეევკაში წინსვლა აქვთ

რუსეთის ჯარებმა წინ წაიწიეს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) წერს.
ცენტრის ექსპერტები 21 იანვრის გეოლოკაციური კადრების ანალიზის საფუძველზე აცხადებენ, რომ ს სამხედრო ძალებს წინსვლა აქვთ ავდეევკაში, რესტორან „სამეფო ნადირობის“ რაიონში, რომელიც ქალაქის სამხრეთში მდებარეობს და სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ხეივანთან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს, 22 იანვარს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე მოხდა 68 საბრძოლო შეტაკება. გენშტაბის თანახმად, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებად ავდეევკა რჩება.
უკრაინის არმიის სარდლობა აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ისევ ცდილობენ ქალაქის ალყაში მოქცევას. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ავდეევკის მიმართულებით მოგერიებულია 17 შეტევა.