ISW: რუსეთის ძალები ცდილობენ მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე აიღონ ინიციატივა ფრონტის ხაზზე

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ში, ფრონტის რამდენიმე ნაწილში, შეტევითი ოპერაციები რთულ კლიმატურ პირობებში დაიწყეს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, ასე ცდილობენ ისინი საკუთარ ხელში აიღონ ინიციატივა რუსეთში, მარტში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
ამ დროისათვის, ს შეიარაღებული ძალები შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ უკრაინის ფრონტის დიდ ნაწილში, განსაკუთრებით, ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრის გასწვრივ, ბახმუტის რაიონსა და ავდეევკის მიმართულებით. ამასთანავე, ისინი აგრძელებენ არასახმელეთო შეტევებს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური განცხადებებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს ინიციატივის აღება ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქების საზღვარზე, ბახმუტის რაიონსა და ავდეევკა-დონეცის მიმართულებით, მაშინ, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ ინიციატივას სამხრეთის საკვანძო რაიონებში, რაზეც მოწმობს უკრაინის განგრძობითი კონტრშეტევები ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთით და ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით.
ISW-ის შეფასებით, მძიმე კლიმატურმა პირობებმა შესაძლოა იმოქმედოს საომარი მოქმედებების ტემპზე, თუმცა, მას ვერ შეაჩერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი