ISW: პუტინმა, სავარაუდოდ, არასწორად შეაფასა უკრაინის მიერ ინიციატივის ხელში აღების შესაძლებლობა

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW, რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო მიმოხილვაში წერს, რომ უკრაინული ჯარების შეტევამ ს კურსკის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალებს საშუალება მისცა დროებით მაინც აეღოთ ინიციატივა ფრონტის ერთ სექტორზე.

ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2023 წლის ნოემბრიდან რუსეთის მიერ ინიციატივის ფლობა, რუსეთს საშუალებას აძლევდა დაედგინა ში საბრძოლო მოქმედებების ადგილმდებარეობა, დრო, მასშტაბები, მოთხოვნები და იძულებული გაეხადა უკრაინა დაეხარჯა მატერიალური და ადამიანური რესურსები თავდაცვით ოპერაციებზე.

„თუმცა, უკრაინულმა ოპერაციამ კურსკის რეგიონში აიძულა კრემლი და რუსეთის სამხედრო სარდლობა რეაგირება მოეხდინათ და ძალები და აქტივები გადაესროლათ იმ სექტორში, სადაც უკრაინულმა ჯარებმა შეტევა დაიწყეს“, – წერს ISW.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პუტინმა და რუსეთის სამხედრო სარდლობამ, სავარაუდოდ, არასწორად შეაფასეს, უკრაინის მიერ ინიციატივის ხელში აღების შესაძლებლობა ფრონტის ამ სექტორში. პუტინმა მიიჩნია, რომ უკრაინელების შეზღუდული თავდასხმები არ წარმოადგენდა საშუალო და გრძელვადიან საფრთხეს რუსეთის ტერიტორიაზე.

„თუმცა, უკრაინის ამჟამინდელი შეჭრა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის რუსეთის სამხედრო ოპერაციებს უკრაინაში, ასევე პუტინის რეჟიმის სტაბილურობას და მოითხოვს რეაგირებას რუსეთის მხრიდან“, – ვკითხულობთ მიმოხილვაში.

ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი რესურსი დახარჯა საერთაშორისო საზღვრის გასწვრივ სიმაგრეების მშენებლობაში, მაგრამ არ გამოყო საკმარისი პერსონალი და აღჭურვილობა მათ დასაცავად.

ასევე დაგაინტერესებთ