ISW: პუტინმა გაააქტიურა ძალისხმევა ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ შესაძლო ესკალაციისთვის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავაც არ არის დაინტერესებული სთან კეთილსინდისიერი მოლაპარაკებით და უცვლელია უკრაინაში მისი მაქსიმალისტური მიზანი – უკრაინის და დასავლეთის სრული კაპიტულაცია. ამ ფონზე აძლიერებს ბალტიის ქვეყნების საწინააღმდეგო რიტორიკას. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს.
ცენტრის ანალიტიკოსებმა შეაფასეს განცხადებები, რომლებიც პუტინმა 16 იანვარს გააკეთა რუსეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას. რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“ განიხილავს მცდელობად, რუსეთს უბიძგონ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მოპოვებული ტერიტორიების დათმობისკენ, რასაც შეუძლებელს უწოდებს.
უკრაინის პრეზიდენტმა მ 2022 წლის ნოემბერში „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტს წარუდგინა „მშვიდობის ფორმულა“, რომლის ერთ-ერთი პუნქტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. რუსეთი 2014 წელს ანექსირებული ს გარდა, თავის ტერიტორიებად აცხადებს უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებს, რომლებიც ნაწილობრივ დაიპყრო უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ პუტინის განცხადებაზეც, რომ ის, რაც ახლა ლატვიასა და ბალტიის სხვა ქვეყნებში ხდება, როცა რუსებს იქიდან „ყრიან“, პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთის უსაფრთხოებაზე.
2023 წელს ლატვიამ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომელთა თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა მუდმივი ბინადრობის უფლება ძალადაკარგულად გამოცხადდა და მათ სტატუსის მოსაპოვებლად უნდა გაიარონ შესაბამისი პროცედურები, მათ შორის ჩააბარონ ლატვიური ენის გამოცდა. 2023 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ლატვიიდან დეპორტირებული იქნება რუსეთის 1200-მდე მოქალაქე, რომლებმაც შესაბამისი განაცხადები დადგენილ ვადაში არ წარადგინეს.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, რომ რუსეთი უკვე წლებია აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დაცვის უფლება აქვს. რაც შეეხება ევროკავშირის და ნატოს წევრ ბალტიის ქვეყნებს, ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, არ ჩანს არანაირი ნიშანი, რომ ამ ქვეყნებზე რუსეთის თავდასხმა შესაძლებელი, ან გარდაუვალია, თუმცა, პუტინი სავარაუდოდ, ცდილობს საინფორმაციო ველის შექმნას აგრესიული ქმედებებისთვის. ISW-ის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა შესამჩნევად გაააქტიურა კრემლის ძალისხმევა, შექმნას წინაპირობები ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ მომავალი ესკალაციისთვის, რაც ნატოს დასუსტების უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია.