ISW: პუტინი კონფლიქტის გამოწვევას ცდილობს აშშ-სა და ევროპას შორის

კრემლი შეეცდება ალიასკაში დანიშნული ს სამიტი გამოიყენოს კონფლიქტისთვის აშშ-სა და ევროპას შორის, და არა ში მშვიდობის დასამყარებლად რაიმე მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის – ნათქვამია ამერიკული ორგანიზაციის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.
რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა განცხადებების ანალიზის შედეგად მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთი კვლავაც არ არის მზად კომპრომისისთვის თავის მთავარ მიზნებთან მიმართებით – რომლებიც მდგომარეობს უკრაინის ნატოში გაწევრიანების არდაშვებაში, უკრაინაში ხელისუფლების რუსეთისთვის სახარბიელო ძალებით შეცვლაში და უკრაინის დემილიტარიზაციაში – რაც მისი სრული კაპიტულაციის ტოლფასი იქნებოდა.
ISW-ის ექსპერტთა აზრით, რუსეთი, დიდი ალბათობით, დაარღვევს ყველა სამომავლო შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ამგვარ დარღვევებში დაადანაშაულებს უკრაინას – როგორც ეს მოსკოვმა არაერთხელ გააკეთა 2025 წლის გაზაფხულზე.
ISW ყურადღებას მიმართავს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ს სიტყვებზე – რომელმაც ევროპა დაადანაშაულა მცდელობაში აშშ-სთვის “ხელი შეეშალა უკრაინის ომის დასრულებაში”. რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ლეონიდ სლუცკიმ 9 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები “ახორციელებენ ანტირუსულ პოლიტიკას და ცდილობენ აღკვეთონ უკრაინაში სწრაფი, მშვიდობიანი გადაწყვეტა”. ამასთან, რუსმა პოლიტოლოგმა, სერგეი მარკოვმა 10 აგვისტოს გამოცემა The Washington Post-ს ინტერვიუში უთხრა, რომ ალიასკის სამიტზე პუტინის მთავარი ამოცანა იქნება უკრაინის და ევროპის, და არა რუსეთის დახასიათება წინაღობად უკრაინაში მშვიდობისთვის. პოლიტოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი დათმობაზე არ წავა – ერთადერთი რამ, რასაც რუსეთი განიხილავს, არის უკრაინის ოდესისა და ხარკოვის რეგიონების, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ხელში ჩასაგდებად საბრძოლო ძალისხმევის შეჩერება. მარკოვის იმედით, აშშ-ის პრეზიდენტი გაიაზრებს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მთავარი მიზეზი არის ზელენსკი, ხოლო ევროპის ლიდერები ამის მეორე მიზეზს წარმოადგენენ.
ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრემლი უკვე დიდი ხანია ცდილობს დაასუსტოს აშშ-ის, ევროპის და უკრაინის ერთიანობა, უფრო ფართო კამპანიის ფარგლებში – რომელიც მიმართულია დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უკრაინის სამომავლო მხარდაჭერის შეკავებაზე და ყურადღების გადატანაზე იმ გარემოებიდან, რომ რუსეთს არ სურს დათმობაზე წასვლა.
აშშ-ის პრეზიდენტის, ს და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალიასკაშია დანიშნული.
ფორუმი