ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთმა გუშინ უკრაინაზე ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
ISW-ის წერს, რომ უკრაინის მიმართულებით გუშინ განხორციელებული დარტყმების სერია, როგორც ჩანს, არის რუსული ექსპერიმენტების კულმინაცია თვითმფრინავებისა და რაკეტების სხვადასხვა კომბინაციის გამოყენებით.
“29 დეკემბერს დილით, რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით ყველაზე დიდი თავდასხმა განახორციელეს მას შემდეგ, რაც სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო გამოყენებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 29 დეკემბერს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა, 160 კი დაშავდა. ოკუპანტებმა დაბომბეს კიევი, ხარკოვი, ლვოვი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები.