ISW – ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის გუნდის სამშვიდობო გეგმა არ მიიღო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არ მიიღო -ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდის მიერ შემუშავებული წინადადება უკრაინაში მშვიდობის შესახებ, – ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პუტინმა პირდაპირ უარყო ტრამპის გუნდის წინადადება, რომლის თანახმადაც, ომის დასრულების პირობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მინიმუმ ათი წლით გადადება იყო.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 26 დეკემბერს, -ის არჩეული პრეზიდენტის გუნდის ამ იდეაზე კომენტირებისას პუტინმა განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ნატო-ს „დღეს შეუერთდება, ხვალ თუ 10 წელიწადში“.
„პუტინის 26 დეკემბრის განცხადება არის იმ კომენტარების იმ სერიის ნაწილი, რომელიც მან ბოლო დროს გააკეთა და დაადასტურა უარი განიხილოს კომპრომისები მის მიერ 2021 წლის ბოლოს და 2022 წლის დასაწყისში წამოყენებულ მოთხოვნებზე. ეს მოთხოვნები მოიცავს უკრაინის იძულებას გახდეს მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც არასოდეს შეუერთდება ნატო-ს, უკრაინის არმიის რიცხოვნობაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას და უკრაინის ხელისუფლების გადაყენებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)