ISSA: საქართველოს მოსახლეობის 44% “ქართული ოცნების” წინააღმდეგ პროტესტის გაგრძელებას ემხრობა

საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის მიხედვით, რომელსაც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) აწარმოვა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი – 44% “ქართული ოცნების” წინააღმდეგ პროტესტის გაგრძელებას ემხრობა.

აღნიშნულ წინადადებას თბილისის მოსახლეობის 60%-მდე, ხოლო პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების 83% ემხრობა.

ასევე, კვლევის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 41% მიიჩნევს, ქართული ოცნების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი უნდა შეწყდეს. ასე ფიქრობს “ოცნების” ამომრჩეველთა 89%-იც.
· კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა
· სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
· შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი
· მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
· შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით
· შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
· გამოპასუხების წილი: 71%
· საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში.