ISSA: პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა 43.3% არჩევნების უპირობო ბოიკოტის მომხრეა

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა 43.3% არჩევნების უპირობო ბოიკოტის მომხრეა, 26.2% კი ამბობს, რომ პარტიებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიღონ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა, თუ მანამდე, ან მასთან ერთად ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო .
ამავე კვლევის მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის მომხრეა თბილისელების 47.4%. აქედან 29.3% უპირობოდ, ხოლო 18.1%-ის აზრით, პარტიებმა მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში უნდა განიხილონ.
კვლევიდან ამონარიდი იაგო კაჭკაჭიშვილმა გაასაჯაროვა. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გამოკითხეს 2 000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. საველე სამუშაოები დასრულდა 30 ივნისს

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”