„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54% ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ.
კვლევაში 2000 რესპოდენტი იღებდა მონაწილეობას. შედგა პირისპირი ინტერვიუები. კვლევის საველე სამუშაოები 2025 წლის 5-20 მაისს ჩატარდა.
როგორც აღნიშნულია, კითხვაზე, უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა ოპოზიციურმა პარტიებმა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მოსახლეობას 54,5 % ამბობს, რომ “დიახ”, 22,3% აბობს, რომ “არა”, ხოლო 23,2%“ ამბობს, რომ არ იცის, ან უარს ამბობს კითხვაზე პასუხის გაცემაზე.
კვლევის თანახმად, შედეგები თბილისსა და რეგიონებში განსხვავდება. თბილისში ოპოზიციური პარტიების არჩევნებში მონაწილეობას მოსახლეობის 50% უჭერს მხარს.
„თბილისში უფრო დიდი ნაწილი (46%) მხარს უჭერს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად.
რეგიონებში პირიქით – უფრო დიდი ნაწილი (40%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც.
საქართველოს მოსახლეობის მოლოდინები ადგილობრივი არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ გაყოფილია (სამართლიანად მიიჩნევს – 42.5%; არასამართლიანად – 42%)“, – აღნიშნულია კვლევაში.
