საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის მიხედვით, რომელსაც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) აწარმოვა, მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი (43%) ემხრობა.
ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება თბილისის მოსახლეობასა (62%) და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში (78%).
ტენდენცია სხვაგვარია რეგიონებში, სადაც საპროტესტო აქციებს არ ემხრობა 40%, ხოლო ემხრობა 35%. პროტესტს არ ემხრობა “ქართული ოცნების” ამომრჩეველთა 75%.
· საქართველოს მოსახლეობის 73%;
· თბილისის მოსახლეობის 79%;
· რეგიონების მოსახლეობის 70%;
· ოპოზიციის ამომრჩევლების 92%
· “ქართული ოცნების” ამომრჩევლების 40% (ეწინააღმდეგება 50%).