ISSA: მზია ამაღლობელისთვის წაყენებულ ბრალდებას უსამართლოდ მიიჩნევს მოსახლეობის უმრავლესობა

საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის მიხედვით, რომელსაც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) აწარმოვა, მზია ამაღლობელის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უსამართლოდ მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (59%).
კვლევის მიხედვით, უსამართლობის განცდა მაღალია რეგიონებშიც (54%), თუმცა, გაცილებით მაღალია თბილისელებში (70%).

პროევროპული ოპოზიციის და ქ/ოცნების ამომრჩევლებში დიამეტრულად საპირისპირო შეფასებებია.
თუმცა, ქ/ოცნების ამომრჩევლების 22% მ. ამაღლობელის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას უსამართლოდ მიიჩნევს, ხოლო თითქმის ამდენივე (23%) შეფასებას ვერ/არ გამოთქვამს.