„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, კითხვაზე „ამ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს რომელ პარტიას/პოლიტიკურ ძალას მისცემდით ხმას“ შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – ივნისის მონაცემებით – 35.8%, ხოლო მაისის მონაცემებით – 35.2%;
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ – ივნისი – 18%; მაისი – 16,9%;
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – ივნისი – 16.6%; მაისი – 14.6%;
„ძლიერი საქართველო“ – ივნისი – 9.5%; მაისი – 13.4%;
„გახარია საქართველოსთვის“ – ივნისი – 10%; მაისი – 12.4%.
ამავე კვლევის თანახმად, თბილისის მოსახლეობაში „ქართული ოცნების“ რეიტინგი ივნისის მონაცემებით 23%-ია, ხოლო მაისის 24.6%.
„კოალიცია ცვლილებისთვის – ივნისი – 21.0%, მაისი – 10,6%;
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – ივნისი – 16,5%; მაისი – 13,9%;
„ძლიერი საქართველო“ – ივნისი – 10,6%; მაისი – 14,2%;
„გახარია საქართველოსთვის – ივნისი – 15,7%; მაისი 17,2%.
რაც შეეხება რეგიონებს, შედეგები ასეთია:
„ქართული ოცნება“ – ივნისი 41,4%; მაისი – 39,7%;
„კოალიცია ცვლილებისთვის – ივნისი – 16,7%, მაისი – 15,4%;
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – ივნისი – 16,6%; მაისი – 15,0%;
„ძლიერი საქართველო“ – ივნისი – 9,1%; მაისი – 13,1%;
„გახარია საქართველოსთვის – ივნისი – 7,5%; მაისი 10,4%.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. კვლევის ტიპი – რაოდენობრივი კვლევა. სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა; შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი; მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ; შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით. შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით; გამოპასუხების წილი: 71%; საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში; კვლევის დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.
