ISSA: გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოს ეკონომიკა მეტ-ნაკლებად ან ძალიან სუსტია

ამავე დროს, კვლევის ავტორების განცხადებით, გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა საქართველოს მოქალაქეების წინაშე არსებული ორი გამოწვევა, ესაა უმუშევრობა და მაღალი ფასები.

„გამოიკვეთა ქვეყნის წინაშე მდგარი 2 პრობლემა: მაღალი ფასები და უმუშევრობა. რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას, გამოკითხულთა უმრავლესობა როგორც საქართველოს მოსახლეობაში (66%), ისე რეგიონებში(60%) და, განსაკუთრებით, თბილისში (81%) მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოს ეკონომიკა მეტ-ნაკლებად სუსტია ან ძალიან სუსტია“, – ნათქვამია კვლევაში.

გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, თბილისელების გამოკვეთილი უმრავლესობა, ხოლო რეგიონების ყოველი მეორე მაცხოვრებელი ქვეყნის არასწორი მიმართულების განვითარებაზე მიუთითებს.

ინფორმაციისთვის, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. რესპონდენტებთან შედგა პირისპირ ინტერვიუ. რაც შეეხება შერჩევის ცდომილებას, განსაზღვრულია ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო ს შედეგების გათვალისწინებით. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC – თან თანამშრომლობით განახორციელა.

წყარო