Israel Hayom: ბლინკენი IDF-ის უფროსს შეხვდება, რადგან ნეთანიაჰუმ მასთან საუბარზე უარი თქვა

ისრაელური გამოცემის, Israel Hayom-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, -ს სახელმწიფო მდივანი პირველად ს თავდაცვის ძალების უფროსს, ჰერცი ჰალევის პირისპირ შეხვდება. როგორც ცნობილია, მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა დაადასტურა, რომ მ უარი თქვა ბლინკენის ოფისის შეთავაზება შეხვედრაზე.
Israel Hayom-ის ცნობით, ნეთანიაჰუს ოფისმა ბლინკენს თავად შესთავაზა ჰერვი ჰალევისთან შეხვედრა პრემიერმინისტრის ბლინკენთან მუდმივი კომუნიკაციის ფარგლებში.
ენტონი ბლინკენი ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ ისრაელში მეხუთე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. წინა ვიზიტების დროს ბლინკენი და ჰერცი ჰალევი მხოლოდ მრგვალი მაგიდის ფორმატში, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად ხვდებოდნენ ერთმანეთს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჰალევის და ბლინკენის პირველი tête-à-tête შეხვედრა 7 თებერვალს გაიმართება.