ISFED -ის იურისტი – გორის სასამართლომ ISFED-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალა, თავიდან დათვალოს 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების რაოდენობა

გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამართლიანი ს“ იურისტმა, რატი თინიკაშვილმა განუცხადა, სასამართლომ გორის საოლქო საარჩევნო კომისას დაავალა თავიდან დათვალოს 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების რაოდენობა.
„საკითხი უკავშირდებოდა იმას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრებული გვქონდა 15 საარჩევნო უბანი, რომლის წინასწარი მონაცემები და შემაჯამებელი ოქმები არ იყო იდენტური. ვითხოვდით, რომ ამ საარჩევნო უბნების შედეგები ხელახლა ყოფილიყო დათვლი. ოლქმა არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა, რაც გავასაჩივრეთ და გორის რაიონულმა სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და გორის საოლქო საარჩევნო კომისას დაავალა თავიდან დათვალოს 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების რაოდენობა.
მეორე სასარჩელო მოთხოვნა იყო დისციპლინური პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ ამ უბნების მთვლელებს და თავმჯდომარეებს , მაგრამ ეს ნაწილი არ დაკმაყოფილდა. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დავალება ეხება მხოლოდ იმ ნაწილს, რომ ხელახლა მოხდეს 15 საარჩევნო უბნის შედეგების დათვლა”, – განაცხადა თინიკაშვილმა.