უკრაინაში გერმანიის ელჩის, მარტინ იეგერის თქმით, გერმანია ზამთარში უკრაინას დამატებით Patriot-ის სისტემას გადასცემს.
“ზამთარში სიტუაცია შესაძლოა ძალიან გართულდეს. უკრაინულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მომზადებულიყო, ჩვენ კი ამ პროცესში ვეხმარებით. მე ადრე უკვე ვისაუბრე უკრაინისადმი მხარდაჭერაზე საჰაერო თავდაცვის სისტემებით. IRIS-T სისტემების გარდა, ზამთარში უკრაინას კიდევ ერთი Patriot-ის სისტემა გადაეცემა,” – თქვა იეგერმა
ცნობისთვის, ოქტომბერში გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში დამატებით Patriot-ისა და IRIS-T სისტემებს გაგზავნიდნენ