IRI: 73% მხარს არ უჭერს რუსების უვიზოდ შემოსვლას, საკუთრებისა და ბიზნესის რეგისტრაციას

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ქართული საზოგადოების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 73% მხარს არ უჭერს ს მოქალაქეების საქართველოში უვიზოდ შემოსვლას, საკუთრების შეძენას და ბიზნესის რეგისტრაციას.
ეს მაჩვენებელი 2023 წლის მარტში 79% იყო, ხოლო 2022 წლის სექტემბერში – 78%.
შეკითხვაზე ში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით, შედეგები შემდეგნაირია:
· მივესალმებით მათ ჩამოსვლას – 6%
· მათ ვეგუებით, რადგან ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი არიან – 23%
· გვირჩევნია, წავიდნენ – 23%
· რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოში შემოსვლის უფლება, სანამ არ დაგვიბრუნებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს – 42%
გამოკითხვა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე რესპონდენტებთან პირისპირ ინტერვიუების ფორმატით ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა საქართველოს 1200-მა მოქალაქემ მიიღო. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია.