საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეების 37%-ის აზრით ქვეყანაში არსებული მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, 17% მთავარ გამოწვევად მაღალ ფასებს, ხოლო 7% – ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები შემთხვევით პრინციპით შეირჩნენ – ჯამში, გამოიკითხა საქართველოს 1200 მოქალაქე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.