IRI – მიუხედავად იმისა, რომ ხმების ელექტრონულად და მექანიკურად დათვლა მოლოდინების შესაბამისად წარიმართა, ხმის მიცემის პროცესის ხარვეზებზე რეაგირება არ მომხდარა

მიუხედავად იმისა, რომ ხმების ელექტრონულად და მექანიკურად დათვლა მოლოდინების შესაბამისად წარიმართა, ხმის მიცემის პროცესის ხარვეზებზე რეაგირება არ მომხდარა , – ამის შესახებ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო ს შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში () განხორციელებულმა ცვლილებებმა, საზოგადოებაში ეჭვქვეშ დააყენა ამ სტრუქტურის დამოუკიდებლობა.
„ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) განხორციელებულმა ცვლილებებმა, საზოგადოებაში ეჭქვეშ დააყენა ამ სტრუქტურის დამოუკიდებლობა. როგორიც იყო მაგალითად ოპოზიციის მიერ ნომინირებული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან მოხსნა და შიდა კენჭისყრის ბარიერების შემცირება, რამაც გაზარდა ცესკოს მიკერძოების ეჭვი. გარდა ამისა, ცესკოს სადავო დადგენილებამ, რომელიც საარჩევნო უბნის წევრების დანიშვნას ერთი კვირით ადრე ითვალისწინებდა და რომელსაც სასამართლომ მხარი დაუჭირა, მწვავე კრიტიკა გამოიწვია, რადგან ეს გადაწყვეტილება მმართველ პარტიას აძლევდა პროცესებზე ზეგავლენის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ხმების ელექტრონულად და მექანიკურად დათვლა მოლოდინების შესაბამისად წარიმართა, ხმის მიცემის პროცესის ხარვეზებზე რეაგირება არ მომხდარა. საგამოძიებო ორგანოების არასაკმარისი რეაგირება, მიკერძოებული მართლმსაჯულება და საარჩევნო დავების გადაწყვეტის არასაკმარისი მექანიზმებმა კიდევ უფრო შეამცირა პროცესისადმი ნდობა და წვლილი შეიტანა საარჩევნო შედეგების უარყოფაში“, – ნათქვამია ანგარიშში.