საერათაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი ყველაზე პოზიტიურად ჯარს, საპატრიარქოსა და პოლიციას აფასებს, ყველაზე ნეგატიურად – პარლამენტს, პოლიტიკურ პარტიებსა და პრეზიდენტის ოფისს.
გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 77% პოზიტიურად აფასებს საქართველოს არმიას (16% უარყოფითად), 71% პოზიტიურად აფასებს საქართველოს საპატრიარქოს (21% უარყოფითად) და 67% პოზიტიურად აფასებს პოლიციას (28% უარყოფითად).
ნეგატიური შეფასებების ყველაზე დიდი მაჩვენებლები გააჩნიათ საქართველოს პარლამენტს – 56% (38% პოზიტიურად), პოლიტიკურ პარტიებს – 52% (37% პოზიტიურად) და პრეზიდენტის ოფისს – 47% (41% პოზიტიურად).
მაღალიზი პოზიტიური შეფასებებით ასევე სარგებლობენ ადგილობრივი ხელისუფლებები – 61% (34% უარყოფითად), საგანმანათლებლო სისტემა – 59% (36% უარყოფითად) და ქართული მედია – 58% (35% უარყოფითად). პრემიერ-მინისტრის ოფისს 49% დადებითად აფასებს, ხოლო 41% – უარყოფითად.
მაღალი ნეგატიური შეფასებებით ასევე გამოირჩევიან ცენტრალური საარჩევნო კომისია – 44% (41% პოზიტიურად), სასამართლოები – 44% (40% პოზიტიურად) და ეროვნული ბანკი – 43% (39% პოზიტიურად).