IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად პრობლემებად უმუშევრობას, ცხოვრების ღირებულებას, მაღალ ფასებსა და სხვა ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებს.
გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებზე საუბრისას ქართველების 37%-მა უმუშევრობა პირველ პასუხად დაასახელა (კიდევ 18%-მა მეორე პასუხად). 17%-მა პირველ პასუხად ცხოვრების ღირებულება და მაღალი ფასები დაასახელა (22%-მა მეორე პასუხად). სხვა ზოგადი ეკონომიკური პრობლემები ჯამურად 16%-მა დაასახელმა, ხოლო სიღარიბე – 13%-მა.
შემდეგ მოდის განათლება (ჯამში 8%), პოლიტიკური პოლარიზაცია (ჯამში 5%), გარე კონფლიქტები და ომი (ჯამში 5%), ჯანდაცვა (ჯამში 5%), დაუცველობა (ჯამში 5%), ახლანდელი მთავრობა (ჯამში 4%) და შიდა კონფლიქტები (ჯამში 4%).

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?