IRI-ის კვლევა: შაბათს არჩევნები რომ იყოს – ქართული ოცნება 25%, ენმ 13%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 25% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 13%-სთვის ნაციონალური მოძრაობა იყო პირველი არჩევანი. დანარჩენი პარტიების მონაცემები ასე გადანაწილდა:
· გიორგი გახარია – საქართველოსთვის: 4%;
· სტრატეგია აღმაშენებელი – 3%;
· ხალხის ძალა – 1%;
· ლელო – 2%;
· გირჩი – 3%;
· გირჩი – მეტი თავისუფლება და დროა – 2%.
ამასთან, გამოკითხულთა 6% ამბობს, რომ მონაწილეობას არ მიღებდა, 18%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი, ხოლო 5% უარს ამბობს.
კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდნენ ხმას არავითარ შემთხვევაში, 40% ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას, 29% ქართულ ოცნებას ასახელებს, 18% გირჩი – მეტი თავისუფლება და დროას ერთობას, 16% ამბობს, რომ ხმას არ მისცემდა გირჩს, ხოლო 13% – ევროპულ საქართველოს.