საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც კითხვაზე, თუ რომელ ქვეყანას მიიჩნევენ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხის მქონეს, გამოკითხულთა 77%-მა უპასუხა რუსეთი, 12%-მა თურქეთი და 9%-მა აშშ.
IRI-ს კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 6%-ს საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ ირანი მიაჩნია, 4%-ს – ჩინეთი, 4%-ს – სომხეთი, 4%-ს – აზერბაიჯანი, 3%-ს უკრაინა.
აღნიშნულ შემთხვევაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა ან უპასუხა “არ ვიცი” – გამოკითხულთა 9%-მა. ამ შეკითხვაზე დაშვებული იყო რამდენიმე პასუხის გაცემაც.