IRI – გამოკითხულთა 73% მხარს არ უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციისა და ქონების შეძენის უფლებას

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 73% მხარს არ უჭერს ს მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციისა და ქონების შეძენის უფლებას.
ცნობისთვის, 2023 წლის მარტში გამოკითხულთა ეს მაჩვენებელი 79%-ს შეადგენდა, ხოლო 2022 სექტემბერში – 78%-ს.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ საქართველოში გადმოსულ რუსებზე აზრის გამოკითხვის შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:
6% – “მათ ძალიან მივესალმებით საქართველოში;”
23% – “ჩვენ მათ ვეგუებით, ვინაიდან არსებითი მნიშვნელობა აქვთ ჩვენი ეკონომიკისთვის;”
23% – “გვირჩევნია, რომ წავიდნენ”;
42% – “რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დაშვებულ არ უნდა იქნან მანამ, სანამ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებენ.”
1%-მა სხვა პასუხი დაასახელა, ხოლო 6%-მა არ იცის ან უარი განაცხადა პასუხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს, კარგი ილუსტრაციაა, როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი

ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე – გაშლილი ხელი დამარტყა სახის მარჯვენა არეში, საკმაოდ ძლიერი იყო, მე განვიცადე ტკივილი – ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, „ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს“, სარკეში ჩავიხედე და მქონდა სიწითლე