Iranintl: იერიშების შედეგად ირანის რეჟიმის “ბასიჯის” ძალების 300-მდე წევრია მოკლული

ლონდონში დაფუძნებული ოპოზიციური ინგლისურენოვანი ირანული მედია, Iran International წერს, რომ ღამით ირანში მიტანილი იერიშების შედეგად რეჟიმის გასამხედროებული “ბასიჯის” დანაყოფის 300-მდე წევრია მოკლული.
Iran International-ის მიხედვით, იერიშების სამიზნე სხვადასხვა სამეთაურო და ლოჯისტიკური ცენტრი იყო, მათ შორის, ობიექტი, რომელშიც ბასიჯის ძალების მიერ გამოყენებული ასობით მანქანა იყო განთავსებული, რომლებსაც ბასიჯები რეჟიმის ბრძანებების შესასრულებლად და ხალხის რეპრესიებისთვის იყენებდა.
მანამდე ისრაელმა განაცხადა, რომ თეირანში საჰაერო იერიშის დროს მოკლეს “ბასიჯის” დანაყოფის მეთაური, ღოლამრეზა სოლეიმანი, რომელიც თანამდებობას ექვსი წელი იკავებდა. სოლეიმანთან ერთად მოკლულები არიან მისი მოადგილე და სხვა მოწინავე მაღალჩინოსნებიც.
“ბასიჯის ძალები ირანის ტერორისტული რეჟიმის შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი არიან. ირანში შიდა საპროტესტო აქციებისას და, კონკრეტულად, ბოლო პერიოდში მათი ესკალაციის დროს ბასიჯის ძალები, სოლეიმანის მეთაურობის ქვეშ, უძღვებოდნენ მთავარ დარბევით ოპერაციებს, მათ შორის, სასტიკ ძალადობას, მასშტაბურ დაკავებებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.” – აცხადებს თავდაცვის ძალები (IDF).
ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ღამით ირანზე ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად მოკლულია ირანის უზენაესი საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი, რაც 28 თებერვალს აიათოლა ალი ხამენეის მოკვლის შემდეგ ირანის რეჟიმის ყველაზე გავლენიანი ფიგურის მკვლელობაა.
თეირანში ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის უზენაესი საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი
“წლების განმავლობაში ლარიჯანი ერთ-ერთ ყველაზე ვეტერან და გავლენიან ფიგურად მიიჩნეოდა ირანული რეჟიმის ხელმძღვანელობაში და უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ახლო მოკავშირე იყო.” – განაცხადა IDF-მა.
ალი ლარიჯანი ის ირანელი მაღალჩინოსანია, რომელიც 10 მარტს -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სიკვდილით დაემუქრა, მას შემდეგ, რაც -ისრაელის იერიშების შედეგად 28 თებერვალს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და რეჟიმის სხვა მოწინავე მაღალჩინოსნები დახოცეს.
“ლარიჯანი და ბასიჯის მეთაური ღამით მოკლეს და ისინი განადგურების პროგრამის მეთაურს, ხამენეისა და ბოროტების ღერძის ყველა განადგურებულ წევრს ჯოჯოხეთის სიღრმეში შეუერთდნენ.” – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას