Iran International: ლარიჯანის მკვლელობა თეირანის მცხოვრებთა ინფორმაციის წყალობით მოხერხდა

ირანული გამოცემა, Iran International ანონიმურ ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის უზენაესი საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის მკვლელობა გასული 24 საათის განმავლობაში თეირანის მცხოვრებთა მიერ მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაციის წყალობით მოხერხდა.
“ლარიჯანის მკვლელობა შესაძლებელი გახდა იმ ღირებული სადაზვერვო ინფორმაციის წყალობით, რომელიც ისრაელის დაზვერვის სამსახურებმა გასული 24 საათის განმავლობაში თეირანის მცხოვრებთაგან მიიღეს”. – თქვა წყარომ Iran International-თან საუბრისას
ანონიმურმა მაღალჩინოსანმა გამოცემას უთხრა, რომ ისრაელის დაზვერვის სამსახურებს კვლავ აწვდიან არაერთ ცნობას, რომლებიც “ზუსტად უჩვენებს მათ გზას ბასიჯებისა და IRGC-ის ორიენტირებამდე, რაც მათ ძალისხმევებს მნიშვნელოვნად ეხმარება”. მანვე დაამატა, რომ ლარიჯანი ბოლო დღეებში საჯაროდ ჩანდა, რამაც მისი იდენტიფიკაცია გაამარტივა.
“ბოლო დღეებში ლარიჯანი ამპარტავნულად იქცეოდა, ხშირად გამოჩნდა საჯაროდ, მათ შორის, ალ-კუდსის დღის შეკრებებზე, როგორც ადგილობრივ, ისევე საერთაშორისო მედიასთან იყო ჩართული და, შესაბამისად, საჯაროდ ხილული იყო, რამაც საბოლოოდ მისი იდენტიფიკაცია გამოიწვია”. – თქვა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბრისას.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ღამით ირანზე ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად მოკლულია ირანის უზენაესი საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი, რაც 28 თებერვალს აიათოლა ალი ხამენეის მოკვლის შემდეგ ირანის რეჟიმის ყველაზე გავლენიანი ფიგურის მკვლელობაა.
თეირანში ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის უზენაესი საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი
მანამდე ლარიჯანის მიზანში ამოღება ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა და განაცხადა, რომ ლარიჯანი ირანის რეჟიმის “დე-ფაქტო ლიდერი” იყო.
ცნობისთვის, ალი ლარიჯანი ის ირანელი მაღალჩინოსანია, რომელიც 10 მარტს -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სიკვდილით დაემუქრა, მას შემდეგ, რაც -ისრაელის იერიშების შედეგად 28 თებერვალს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და რეჟიმის სხვა მოწინავე მაღალჩინოსნები დახოცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე: ეპოქალურმა ფიგურამ დაგვტოვა, ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს ილია მეორეს. მოყვარეს უყვარდა, მტერი პატივს სცემდა კაცს, რომელმაც ავტოკეფალია დაუბრუნა ჩვენს ეკლესიას