Iran International: ირანის უზენაეს ლიდერად ალი ხამენეის შვილი, მოჯთაბა აირჩიეს

ოპოზიციური ინგლისურენოვანი ირანული მედია, Iran International-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის უზენაეს ლიდერად სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ალი ხამენეის შვილი, მოჯთაბა, აირჩია.

მედიის ცნობით, მოჯთაბა ხამენეის უზენაეს ლიდერად არჩევა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ზეწოლის ფონზე მოხდა.

ამავე ცნობას ავრცელებს ისრაელის მედიაც. Ynet-ი წერს, რომ ასამბლეა მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად მომდევნო საათებში გამოაცხადებს.

აქამდე ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ექსპერტთა ასამბლეის წევრები არ იმყოფებოდნენ ქალაქ ყუმსში მდებარე შენობაში, რომელზეც დღეს ისრაელმა იერიში მიიტანა. მათი ცნობით, ასამბლეა ახალ უზენაეს ლიდერს მალე დაასახელებდა.

აიათოლა ალი ხამენეი -სა და ისრაელის პირველი იერიშების შედეგად მოკვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ეპშტეინის ფაილებში” მოხსენიებული ჩეჩენი ბიზნესმენი უმარ ჯაბ­რა­ი­ლო­ვი გარდაცვლილი იპოვეს, დაკრძალვას მისი არც ერთი შვილი არ დასწრებია – “ფუფუნების სიმბოლო მარტოობასა და ვალებში ცხოვრობდა”