IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის-URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება

ეკომეგობრული და, ამავე დროს, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები ქართულ ბაზარზე უფრო მოთხოვნადი ხდება. ამასთან, მშენებლობაში მეტი ყურადღება ექცევა ხარისხიან აკუსტიკურ და თბოსაიზოლაციო მასალების გამოყენებას.
ლაბორატორიულად დატესტილი, ხარისხიანი სამშენებლო მასალები ზოგავს როგორც მშენებლობის ხარჯებს, ასევე კომუნალურ გადასახადებს. სწორად ასეთ აკუსტიკურ და თბოიზოლაციო მასალებს აწარმოებს ევროპული ბრენდი URSA, რომელსაც საქართველოში კომპანია IPS Trade წარმოადგენს. URSA ევროპაში საიზოლაციო მასალების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია.