IPOA ევროპული ოჯახის SCAPR-ის წევრი გახდა

IPOA გაწევრიანდა SCAPR-ში, საერთაშორისო ქოლგა ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ შემსრულებელთა უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციებს.SCAPR (Societies' Council for the Collective Management of Performers' Rights) არის არაკომერციული ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს მონაცემთა ეფექტურ გაცვლასა და შემსრულებელთა ანაზღაურების გამჭვირვალე და შეუფერხებელ გადაცემას ქვეყნებს შორის.IPOA-სთან ერთად, SCAPR-ის წევრები გახდნენ იტალიის ბრაზილიის, ხორვატიის, კოსოვოს, საუდის არაბეთის ქვეყნების საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციები.SCAPR-ში გაწევრიანება IPOA-სთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და ქართველი ხელოვანების უფლებების დაცვის მიმართულებით.